თეგებით ძიება

არ ვარ წინააღმდეგი, რომ ამნისტიის აქტი არ მივიღოთ, ეს „ქართული ოცნების" ინიციატივა არ ყოფილა - ანრი ოხანაშვილი

თუ ვთანხმდებით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი არ მივიღოთ, კი ბატონო - ეს ამნისტია „ქართული ოცნების“ ინიციატივა არ ყოფილა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკის პასუხად გააკეთა.

ოხანაშვილის შეფასებით, ოპოზიცია იმის რევიზიას ახდენს, რასაც ხელი მოაწერა. მისივე თქმით, ოპოზიცია ახლა პასუხისმგებლობის აღებისგან გაქცევას ცდილობს.

„თუ ვთანხმდებით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი არ მივიღოთ, კი ბატონო! მაშინ აღსრულდეს კანონი ნიკანორ მელიას მიმართ, რომელიც უმძიმეს დანაშაულში არის ბრალდებული. მე არ ვარ მომხრე, რომ ამნისტია მივიღოთ, მაგრამ ვარ შეთანხმების ერთგული. თუ თქვენ არღვევთ შეთანხმების ტექსტს, დააფიქსირეთ ეს ღიად და პოლიტიკურად ყველას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, რომ ამნისტიის აქტი არ მივიღოთ - ძალიან კარგად იცით, რომ ეს „ქართული ოცნების" ინიციატივა არ ყოფილა და საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე „ქართულ ოცნებას“ არ დაუსვამს", - განაცხადა ოხანაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების მისამართით.

19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ "ქართული ოცნების" საკანონმდებლო პროექტი შალვა შავგულიძემ და ანა ნაცვლიშვილმა გააკრიტიკეს. ნაცვლიშვილმა განხილვის გადადება მოითხოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა