თეგებით ძიება

„გიორგი გახარიას საამინისტიო არაფერი სჭირს“- ანა ბუჩუკური

გიორგი გახარიას გუნდი პარლამენტში ითხოვს, რომ ამნისტია 20 ივნისის საქმეზე არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობის პირს არ უნდა შეეხოს. მათი თქმით, ის საფრთხის შემცველია და საშიში.

ამნისტიის განხილვის გადადებას ითხოვს პარტია „ლელოც.“ მმართველი პარტიის თქმით, კი დაზარალებულები არიან სამართალდამცველებიც.

გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა სხდომათა დარბაზში განაცხადეს, რომ თუ 2 კანონპროექტი გავა სესიაზე და ვერ შეჯერდებიან მმართველი გუნდი და ოპოზიცია, ეს იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა, ამიტომაც საკუთარი ალტერნატიული წინადადება შესთავაზეს მხარეებს.

მათ განაცხადეს, რომ ამნისტია თანამდებობის პირებზე არ უნდა გავრცელდეს, რასაც მოჰყვა დამატებითი კითხვები სხდომათა დარბაზში.

გუნდის წევრებმა აღნიშნეს, რომ გახარიას არ უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან ამის საჭიროება არ არის.

„გიორგი გახარიას საამინისტიო არაფერი სჭირს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული გაღიზიანებით გამოირჩევა გახარიას მიმართ „ქართული ოცნება“ და მათ მოვუწოდებდი სიმშვიდისკენ.

გასაგებია, რომ ისინი ნერვიულობენ ამ პიროვნების გამოჩენით, მაგრამ დაიცვან სიმშვიდე. ბატონმა გიორგიმ ძალიან ბევრ დაგროვილ შეკითხვას გასცა პასუხი. დარწმუნებული იყავით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის ყველა საკითხზე, რომელზეც შეიძლება საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილს ჰქონდეს კითხვები, აუცილებლად უპასუხებს“- განაცხადა გახარიას გუნდის წევრმა ანა ბუჩუკურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა