საკითხში ეხლა ერკვევიან და თან ჰესს აშენებენ პარალელურად - გოლეთიანი
რიონის ხეობის მცველების ლიდერი ვარლამ გოლეთიანი პრემიერ ღარიბაშვილს აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საჯაროდ პასუხობს და მის განცხადებას არა ლოგიკურად აფასებს. გოლეთიანის თქმით, ხელისუფლება ჰესის აშენების პარალელურად საკითხში ახლა ერკვევა:
"საკითხში ეხლა ერკვევიან და თან ჰესს აშენებენ პარალელურად. რასაც პრემიერი ამბობს, რომ ახლა ვერკვევითო და თან ჰესი შენდება. აქ ხედავთ რამე ლოგიკას? სწორედ ეს არის რისი ჩვენებაც გვინდა საზოგადოებისთვის, რამდენად არაადეკვატურია ეს ხალხი ამ ბრძოლაში" - განაცხადა გოლეთიანმა.