„ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავებას ტვიტერით ეხმაურება.
„ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია. ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.