თეგებით ძიება

კელი დეგნანი - გვინდა ვიხილოთ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია პარლამენტში

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მალე შეუერთდება კოლეგებს და შევა პარლამენტში.

როგორც ამერიკელმა დიპლომატმა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერთან შეხვედრაზე განაცხადა, სურს, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია პარლამენტში იხილოს.

"ჩვენი პოზიცია ძალიან თანმიმდევრულია. ჩვენ გვინდა ვიხილოთ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია პარლამენტში. უკვე, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ზოგიერთმა იმ პარტიამ, რომელმაც ხელი მოაწერა19 აპრილის შეთანხმება , შევიდნენ პარლამენტში და წვლილი შეიტანეს მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის შემუშავებაში, იმუშავეს სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე. აი, ასე უნდა იმუშაოს პარლამენტმა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" შეუერთდება კოლეგებს პარლამენტში მალე და დაიწყებს მუშაობას მნიშვნელოვან გამოწვევებზე რას საქართველოს წინაშე დგას", - აცხადებს კელი დეგნანი.

​შეხვედრაზე კუჭავასთან ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც იმყოფებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა