თეგებით ძიება

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ, მაგრამ...შეხვდით და ესაუბრეთ იმ ხალხს, რომელიც ახლა ქუჩაში დგას!" - ნატო დუმბაძე

პროდუსერი ნატო დუმბაძე "ნამოხვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში "ქართულ ოცნებას" მიმართავს:

"მინდა დავწერო, მინდა რომ წაიკითხონ , მინდა რომ გაიგონ !მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი, არ ვუარყოფ და ჯერ ჯერობით ვრჩები, თუმცა მინდა ისმინოთ!
ძალიან მომწონს ახალგაზრდა , გაპიწკინებული კარგ კოსწიუმებში , კარგი სუნამოთი, კარგი გარეგნობით , კარგი ოჯახებით , კარგი შემოსავლით , კარგი საცხოვრებლით ბინებით და აგარაკებით , ხელფასებით უზრუნველყოფილი პოლიტიკოსები! ეს ქვეყნის სახეა და ნამდვილად მივესალმები ! მაგრამ არის ერთი არა ბევრი მაგრამ! ერთადერთი დღეს თვალნათლივ რაც ჩანს ეს არის გალამაზებული და მოვლილი თბილისი !
ეს რომ არ დააფასო უნდა გერქვას დაუნახავი!ესეც მხოლოდ კახის თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა!!!
თუმცა ლამაზი ქალაქი დათრგუნული , დაღონებული,შეშინებული ადამიანებით რომ აივსო ვერ ხედავთ? ლამაზი ქალაქი კარგია და დანარჩენი?
დანარჩენი რა ხდება? რამე სასიკეთოს აკეთებთ? ამ გაგანია პანდემიის დროს. იმის მაგივრად ახლა რაც ხდება , ყური დაუგდოთ , შეხვდეთ ერთად განიხილოთ არა? მაგრამ არა!ისევ არ უსმენთ არავის!ეს ნორმალურია? ნუთუ არ შეიძლება შეხვდეთ და დაუმტკიცოთ მთელს საქართველოს თქვენი სიმართლე, დაუყვავოთ და დაამშვიდოთ ერი და მხოლოდ შავი პიარით კი ნუ აკავებდეთ ხალხს , აი იმ შავით თან რისი დაწერა კი არა წაკითხვაც სირცხვილია !
გავიგე კოპწიაობა, გავიგეთ რაღაცნაირი თავდაჯერებული “პახოდკით” სიარული ! სარკაზმით, ცინიზმით საუბარი , გავიგეთ რომ რაღაცაზე მუშაობთ და ქვეყნის სამსახურში ხართ მაგრამ დაგვანახეთ და განაგრძეთ ეგრე სიარული არავინ გიშლით!
ნუ დაშორდით ხალხს, ეს კამერებთან კიდევ ჰოლივულის “ულუბკაც” მოგვბეზრდა და მოკლე ტექსტური შეტყობინებაც! გეყოთ ბატონებო გეყოთ! დავიღალეთ ! იცით რა არის დაღლა?
უ ასოზე დაგვიტოვეთ ყველა და ყველაფერი! უმუშევრობით დაწყებული უსახსრობით დამთავრებული!
ემიგრანტებმა რომ შეწყვიტონ ფულის გამოგზავნა საქართველო აღარ იარსებებს არა! ისინი არჩენენ საქართველოს!ზუსტად ემიგრანტებით გადიხართ დღეს ფონს!
რა გახდა სამი მილიონი კაცის მიხედვა რა? შვეიცარია თუ არა მიახლოვებული მაინც უნდა იყოს ეს პატარა ოაზისი !
გონს უნდა მოეგით !მე როგორც ერთმა რიგითმა მხარდამჭერმა მინდა გითხრათ რომ ეხლა არ არის წაყრუების დრო, ეხლა არ არის არეულობის დრო , შეხვდით და ღია ერთერით ესაუბრეთ, ეკამათეთ თქვენივე ამომრჩეველს და იმ ხალხს რომელიც ეხლა ქუჩაში დგას!
ეს არ ეხება ამ წუთას რა უნდა აშენდეს და რა არა არ ვარ ამდენად კომპეტენტური, თუმცა ამდენი ხალხი რომ აპროტესტებს ესე იგი არის პრობლემა !
ეს პოსტიც ეხება საერთო მდგომარეობას და დღევანდელ დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ესეც მინდა იცოდეთ!
„მოყვარეს პირში უძრახე,
მტერს პირს უკანაო”", - წერს დუმბაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა