ვერ გაბედავს - სუბარი გახარიას თბილისის შესაძლო მერობაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი თვლის, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის ბრძოლას ვერ გაბედავს.
"ვერ გაბედავს, დაველოდოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია. ზუსტად ამიტომ მოვაწერეთ ხელი 43 პროცენტიან ბარიერზე თანხმობას. თუ 43 პროცენტს ვერ ავიღებთ, ამ შემთხვევაში მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უკონკურენტო ვიქნებით, ამას მკაფიოდ ვამბობთ და დაინახავთ კიდევაც. გიორგი გახარიამ ბუნებრივია, ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობებიც აქვს",- განაცხადა სოზარ სუბარმა