თეგებით ძიება

"დღესაც იგივეს ვფიქრობ..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი "რიონის ხეობის მცველების" მოწოდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"მახსოვს , 2006 წელს, ოპოზიციის აქციაზე გაისმა მოწოდება, აღლუმი ჩავშალოთო და ვთვლიდი რომ ძალიან არასახელწმიფოებრივი განცხადება იყო. დღესაც იგივეს ვფიქრობ. მე რომ გავდიოდე რუსთაველზე, აუცილებლად წავიდოდი აღლუმზე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ხელისუფლებაში, აღლუმი, კონკრეტული თარიღები, სიმბოლიკები ხელუხლებელია. ვერანაირი აქცია ვერ იქნება დამოუკიდებლობის დღის საპირწონე", - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა, დღეს მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს აღლუმის ნაცვლად აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა