26 მაისს საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა
26 მაისს საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვევა. პრეზიდენტთან ერთად საქართველოში პირველი ლედი აგატა კორნჰაუზერ-დუდაც ჩამოვა.
ანდჟეი დუდა თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა, დღის ბოლოს კი გალა-კონცერტს დაესწრება.
27 მაისს, ვიზიტის ფარგლებში, ანდჟეი დუდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართავს შეხვედრას, რის შემდეგადაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
პოლონეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო შემდეგ ანდჟეი დუდა პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან გამართავს შეხვედრას.
პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ორდღიანია და 27 მაისს დასრულდება.