თეგებით ძიება

„იმაზე, რომ არასწორად იქცეოდით, ისიც მეტყველებს, რომ 6 თვის მერე პარლამენტში სხედხართ და მიმართავთ ზეციურ საქართველოს“ - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა.

„მინდა მივმართო ოპოზიციონერ კოლეგებს და არმაზ ახვლედიანს ვუპასუხო. ის ზეციურ საქართველოში ჩვენს ღვაწლმოსილ ადამიანებს და გენერლებს მიმართავდა, რომ გაეგო კითხვაზე პასუხი სწორად იქცევა თუ არა.

ნუ შეაწუხებთ მათ, მე გიპასუხებთ რიგითი ზარქუა - არ იქცეოდით სწორედ, არ მოიქეცით სწორედ, როდესაც რეგიონში, რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს, სადაც ჩვენი მეზობლები გადაკიდებულები იყვნენ, ცალკე აქეთ აგრესორი რუსეთი.

სადაც მთელი დასავლეთი გეუბნებოდათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე იყოს საქართველოში, თქვენ მაგ დროს რევოლუციურ სცენარებს ამზადებდით და ამიტომ არ მოეწონებოდათ თქვენი საქციელი. ის რომ არასწორად იქცეოდით ისიც მეტყველებს, რომ 6 თვის მერე პარლამენტში სხედხართ და მიმართავთ ზეციურ საქართველოს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა