რა გართულებები შეიძლება დარჩეს COVID-19-ის გადატანის შემდეგ
მეცნიერების განმარტებით, კორონავირუსი ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, აზიანებს არა მარტო სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს, არამედ ნერვული სისტემის ქსოვილებსაც.
როგორც ბევრი სხვა ვირუსული ინფექციების დროს, ნერვული სისტემა შეიძლება დაზიანდეს უშუალოდ ვირუსის შეჭრის, ან მისი ტოქსინების ზემოქმედების შედეგად. ასევე შესაძლებელია დარღვევები განვითარდეს ნერვული ღეროების მიელინური გარსის (დამცავი გარსის) დაზიანების ფონზე.
ამას გარდა, COVID-19-ის დროს, იზრდება სისხლის შედედების დარღვევების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, ფილტვების ალვეოლების შეშუპება და განვითარდეს ჰიპოქსია.
ასეთი ცვლილებების ერთერთი შედეგი შეიძლება იყოს ორგანიზმში თერმორეგულაციის დარღვევა, რომელიც
იწვევს შემცივნების შეგრძნებას გამოჯანრმთელების შემდეგაც.
სპეციალისტების თქმით, ზოგჯერ პაციენტები ასეთ ნიშანს ხელმეორედ დასნებოვნებად მიიჩნევენ. მაგრამ რადგანაც ამ შემთხვევაში კორონავირუსის ტესტი უარყოფით შედეგს იძლევა, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ეს გართულებები ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია. დროებითია თუ მუდმივი ეს დარღვევები, ჯერჯერობით ამის თქმა მეცნიერებს უჭირთ.