თეგებით ძიება

ოკუპირებული აფზახეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან" საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობების პუნქტი ამოიღო

ოკუპირებული აფზახეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან" საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობების პუნქტი ამოიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ბჟანიამ განკარგულებას 25 მაიის მოაწერა ხელი.

კონცეფციიდან ამოღებულია შემდეგი დებულება, რომელიც ეხება საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარებას: "აფხაზეთის რესპუბლიკა საშუალებას იძლევა პირობების შექმნას საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატის ფორმირებისთვის, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ქართულ მხარესთან ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხების განხილვა, რომელთა გადაწყვეტა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია ".

დოკუმენტი 2020 წლის 4 დეკემბერს მიიღეს. ბჟანია საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ პუნქტის გამო ადგილობრივმა ოპოზიციამ გააკრიტიკა, ვეტერანთა ორგანიზაციამ კი მისი გადადგომა მოითხოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა