რატომ აქვთ ადამიანებს სექსი ღამე?
ადამიანების უმეტესობას სექსი ძილის წინ აქვს და სწორედ ამან განაპირობა ცოტათი სასაცილო ფრაზის დამკვიდრება - „მასთან ეძინა“, რაც ორ ადამიანს შორის სქესობრივ კავშირს გულისხმობს. თუმცა ამოუხსნელი რჩება, რატომ არის ძილი და სექსი ასეთი ურთიერთდამოკიდებული მოვლენები და არც იმის ნათელი განმარტება არსებობს, ბიოლოგიურად ოპტიმალურად სექსით მაინცდამაინც საბანქვეშ დაკავება რატომ ითვლება.
ანთროპოლოგები აღნიშნავენ, რომ სექსუალური ღალატი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება მოხდეს, დაწყებული განთიადით - ეს ის დროა, როდესაც ქვის ხანის მონადირეები, მოშარდვის ბუნებრივი მოთხოვნილების გამო თავიანთ ქოხებს ტოვებდნენ. დღესაც კი, ცივილიზებულ სამყაროში, საიდუმლო საყვარლებისთვის მცირეხნიან პაემანზე შეუმჩნევლად წასასვლელად, სწორედ ეს დროა იდეალური: მათ პარტნიორებს ხომ დილით სძინავთ. თუმცა, ასეთი შეხვედრები ბიოლოგიური მოვალეობის - განაყოფიერების შესრულების გარდა, არცთუ ისე სასურველია მრავალგვარი - ფიზიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური და ეთიკური პერსპექტივებიდან.
რატომ არის სექსი ძილის წინ უკეთესი?
მკვლევრების დასკვნით, წყვილების უმეტესობას სექსი ძილის წინ აქვს: ადამიანების სქესობრივი კავშირების ნახევარზე მეტი საღამოს 10:00 საათიდან ღამის 2:00 საათამდე მონაკვეთში აღინიშნება, ხანმოკლე დამატებითი კულმინაციით დილის 6:00 საათზე - როდესაც წყვილები გაღვიძებას იწყებენ. ასევე, სექსუალური ცხოვრების რიტმის ჩამოყალიბებას გარკვეულწილად სამუშაო გრაფიკიც განაპირობებს, ამიტომაც წყვილების უმეტესობა სექსით შაბათ-კვირას კავდება, სამუშაო დღეებში კი - დასვენებასა და გამოძინებას ამჯობინებს.
სქესობრივი აქტის მკვეთრად გამოკვეთილი დღე-ღამის რეჟიმი ძალიან მარტივად აიხსნება ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობის თეორიით: ადამიანების უმეტესობას სექსი მაშინ აქვს, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან, ეს კი ძირითადად საღამოს ხდება. თუმცა აქვე ლოგიკური კითხვა ჩდება - საერთოდ, რატომ სძინავთ დაქორწინებულებს ერთად? და ეს კითხვა რომც დავაიგნოროთ, მაშინ დავინტერესდებით - რატომ საღამოს და არა დილით?
ფიზიოლოგიური ფაქტორები
ძუძუმწოვართა უმეტესობას ხანმოკლე სქესობრივი აქტი აქვს. გამონაკლისი ძაღლები არიან - ისინი სექსუალური კონტაქტის დროს მაქსიმალურად ზრდიან, კონკურენტ მამრებს კვალი რომ აურიონ.
თუმცა მცირეხნიანი აქტი განაყოფიერებას ხელს სულაც არ უშლის - ეს მხოლოდ ორფეხა არსებების, მაგალითად - ადამიანების შემთხვევაში მოხდებოდა, რადგანაც სპერმა უბრალოდ გრავიტაციის ძალით სასქესო ორგანოდან გამოიდევნებოდა. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა კი - პირიქით, სექსის შემდეგ განაყოფიერების შანსებს ზრდის და ინტიმურობისა და სექსუალური სიამოვნების განცდას ემსახურება, რაც, თავის მხრივ, ასევე განაყოფიერების კონტრიბუტორი შეიძლება იყოს.
ურთიერთობების ფაქტორები
უამრავი ახსნა აქვს წყვილების ერთად ძილის ფენომენს - ძლიერი ურთიერთობით დაწყებული, მჭიდრო კავშირით დასრულებული. რაღა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ისეთი სავარაუდო მიზეზიც არსებობს, რაც ინტიმურობასთან საერთოდ კავშირში არ არის: პირველყოფილი ადამიანები ზამთრის ცივ ღამეებში სითბოს შენარჩუნებას ერთად უფრო კარგად ახერხებდნენ, რაც ესკიმოსების მსგავს აბორიგენებში გადარჩენას განაპირობებდა; თანაც ორი ადამიანი, სავარაუდოდ, მოახლოებული საფრთხის - გარეული ცხოველების ან მტრის თავდასხმის შესახებ ერთად უკეთ იგებდა.
ამასთანავე, ადამიანების ახლო ფიზიკური კონტაქტის პირობებში წოლა ოქსიტოცინის გამოყოფას და, შედეგად, ინტიმურობის განცდას უწყობს ხელს - ოქსიტოცინი ძუძუმწოვრების უმეტესობისთვის ურთიერთობის განმამტკიცებელი „ჩახუტების ჰორმონია“, როგორც პარტნიორების, ასევე დედისა და ახალდაბადებული ჩვილისთვისაც. ასე რომ, სიახლოვე ძალიან ბევრი ძუძუმწოვრისთვის კავშირის გამამყარებელი ფაქტორია: არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ - მინდვრის თაგვებისთვისაც, რომელთა ქცევაც ადამიანებმა ძალიან კარგად შეისწავლეს. ასეთი ჯიშებისთვის წყვილის ახლო ურთიერთობა შთამომავლების გაზრდისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია - მდედრები ცდილობენ, პარტნიორთან დაწყვილდნენ, უცხო მამრებს კი თავი აარიდონ (ეს ჩვევა ადამიანებსაც ახასიათებთ.
სწორედ ეს მოსაზრებები ხსნის ფენომენს, რომ ადამიანების უმეტესობის შემთხვევაში, სექსუალური ურთიერთობის სურვილი სწორედ ძილის დროს იჩენს თავს - როდესაც გახანგრძლივებული ფიზიკური კონტაქტი სიახლოვისა და ინტიმურობის გრძნობას ბადებს.
trend.ge