„საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერმა უნდა ნახონ“ - ანჯეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ არსებული ვითარება როგორც ევროკავშირის ასევე ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა ნახონ.
დუდამ ზურაბიშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სტუმრად ყოფნა ორმაგად ამაღელვებელი იყო.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მომიწვიეთ გუშინდელ ამაღელვებელ დღესასწაულზე. ეს იყო ორმაგი ზეიმი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების და ასევე 30 წელი საქართველოს საბჭო კავშირის დომინიციიდან გათავისუფლების.
გავემგზავრე ადმინისტრაციულ ხაზთან, იქ დავინახე ის, რაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ნახოს. იქ არსებული ვითარება უნდა ნახოს როგორც ევროკავშირის ასევე ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა. ლიდერებმა უნდა ნახონ რა არის რეალობა, რას ნიშნავს თანამედროვე რუსული პოლიტიკა და რაში გამოიხატება ის. ეს არის მიტოვებული სახლები, ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის ნაკლებობა, რაც ტრაგედიას წარმოადგენს, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ახლა უკვე ვიცით, რომ საერთოდ აკრძალულია ამ ხაზის გადაკვეთა.
ვიყავი იმ ადგილას, სადაც ჩანს რუსული შტაბ-ბინა, რუსული სამხედრო ერთეულები, ეს არის აშკარა დარღვევა 6 პუნქტიანი შეთანხმების. ამ შენობების თავზე რუსეთის ფედერაციის დროშა ფრიალებს, ეფ-ეს-ბეს თანამშრომლები აღჭურვილი არიან სხვადასხვა შეირაღებით და ავტოტექნიკით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას აჩერებენ ამ რეგიონში, მოქალაქეებს ბრალს დებენ რომ თითქოს ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, მათ გატაცებასაც აქვს ადგილი. საქმე გვაქვს უკანონობის აშკარა მაგალითთან“, - განაცხადა დუდამ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.