თეგებით ძიება

7 რამ, რაც იაპონური ხალხისგან აუცილებლად უნდა ვისწავლოთ

1. სცადეთ კიდევ ერთხელ

იაპონურ კულტურაში უკმაყოფილება არ არის მისაღები. ამის ნაცვლად, ის ხალხს მოუწოდებს გაითვალისწინონ თავიანთი შეცდომები და გააუმჯობესონ შედეგი. იაპონიაში ახლიდან დაწყების კულტურა კარგად არის განვითარებული. ითვლება, რომ „მეორე შანსი“, ხელს უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებისა და კეთილგანწყობის მოპოვებას.

2. პატივისცემა

იაპონელები პატივისცემის გამოხატვის ოსტატები არიან. ისინი მუდამ ესალმებიან მათ, ვისაც არ იცნობენ და ამ ფორმით გამოხატავენ პატივისცემას. იაპონელებისთვის პატივისცემა მოპოვების ერთგვარი გზაა; ეს არის ის, რაც აუცილებელია რათა სასურველი შედეგი მიიღოთ.

3. 100% -ის გაცემა თქვენი მიზნის მისაღწევად

იაპონელები ძალიან ბევრს მუშაობენ თავიანთი მიზნების მისაღწევად. ამ მიზეზით ისინი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პიონერი, მოაზროვნე ერია. ასევე ცნობილია, რომ ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ, დიდ დროს უთმობენ ოჯახს და გამუდმებით ცდილობენ პიროვნულ განვითარებას.

4. ინოვაცია და რწმენა

იაპონია პლანეტის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების სამშობლოა. ქვეყანამ თავისი ტექნოლოგიური წინსვლით, სამყარო ახალ ეპოქაში გადაიყვანა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ აუცილებელია გვჯეროდეს საკუთარი იდეების, მაშინაც კი, თუ აქამდე, ის არავის უცდია.

5. დისციპლინა

დისციპლინა იაპონიაში პატივისცემის მსგავსია. ეს არ ნიშნავს თქვენს მოთხოვნებს დათმობას, არამედ ისეთ ცხოვრებას გულისხმობს, რომელიც პატივსაცემი იქნება. იაპონიაში ადამიანები ცდილობენ თავიანთი ინტერესებისა და ცხოვრებისეული სურვილების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის ჩამოყალიბებას და პიროვნულ განვითარებას.

6. წესრიგი

იაპონიაში წესრიგი ზოგადი აკვიატებაა, რომელიც იწყება სახლიდან და ვრცელდება ისეთ საზოგადოებრივ ადგილებზე, როგორიცაა პარკები და სკოლები. იაპონიაში წესრიგი და სისუფთავე სიამაყის მთავარი მიზეზია. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ეს ყველაზე მოწესრიგებული, მოვლილი და სასიამოვნო ქვეყანაა.

7. ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია

იაპონელები თავიანთ ცხოვრებას თავიანთ ოჯახებს უძღვნიან და ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში აკეთებენ, მათი ოჯახების მხარდაჭერასა და გაუმჯობესებას ემსახურება. მათთვის ოჯახი სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანია - სხვა ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ პიროვნებას მისი ოჯახი განსაზღვრავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა