თეგებით ძიება

“თორნიკე როგორი ბიჭია? გეხმარება?” - მაკო კვიტაიშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს

ცნობილი ტელეწამყვანის, ეკა მიშველაძის შვილი მაკო კვიტაიშვილი თავადაც ტელეწამყვანია. მაკო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა. ახლა კი დილის გადაცემის წამყვანია და ეკრანზეც ხშირად ჩანს. მაკო სოციალურ ქსელშიც განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს. ამჯერად ის მათ კითხვებს „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით პასუხობს.

როგორც ჩანს, მაკოს გამომწერებს მისი პირადი ცხოვრებისა და ორსულობის შესახებ ბევრი რამ აინტერესებთ. „თორნიკე როგორი ბიჭია? რამდენი ხანია, რაც ერთმანეთს იცნობთ?“, „რამდენი კილოგრამი იყავი ორსულობამდე?“ „პატარას როდის ელოდები?“
- ტელეწამყვანმა უამრავ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ მეუღლეს, თორნიკე გაგუას, უკვე 5 წელია იცნობს - „ნამდვილი ოქროა, არ ვხუმრობ“ - ამბობს მაკო თორნიკეზე. მან ასევე ორსულობის დროს მომატებულ კილოგრამებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამაზე დიდად აღარ ნერვიულობს.



როგორც ცნობილია, მაკო კვიტაიშვილი შვილს ივნისის თვეში ელოდება, გამომწერები კი მას სახელის შერჩევაშიც ეხმარებიან: „შენს პატარს სანი რომ დაარქვა?“, „დანიელი, სებე, დაჩი..“, წერენ მაკოს გამომწერები. მაკოს და თორნიკეს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რას დაარქმევენ შვილს, თუმცა სავარაუდო სახელები უკვე შეარჩიეს: „მე და თორნიკე ვფიქრობთ დამიანეზეც, ვნახოთ ბოლოს რომელი სახელი გადაწყდება“ - წერს ტელეწამყვანი.



როგორც მაკო არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მას რთული ორსულობა არ აქვს და ამ ყველაფრისთვის როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურადაც მზადაა. ის ორსულობის მერვე თვეშია და მალე ბიჭის დედა გახდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა