თეგებით ძიება

როგორ ვიყოთ მუდამ ფორმაში - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებას ფიტნესრჩევებს აქტიურად უზიარებს. ქეთი ყოველ დილით ვარჯიშობს, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარია და სხვებსაც ეხმარება ვარჯიშის დაწყებაში.

სულ ცოტა ხნის წინ ქეთიმ თავის გამომწერებს კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევა გაუზიარა, რომლებიც მუდამ ფორმაში ყოფნისთვის ყველა ქალბატონს გამოადგება.

"როგორც შეგპირდით, სასარგებლო რჩევებს გიტოვებთ ფიზაქტივობასთან დაკავშირებით! პირველ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დატვირთვას მიიღებთ. მთავარია, იმოძრაოთ, რადგან რეგულარული ვარჯიში პირდაპირ აისახება თქვენს იმუნურ სისტემაზე, ასევე, დაგეხმარებათ უფრო ენერგიულად იგრძნოთ თავი დღის განმავლობაში.

ფეხით სიარული პარკში, 5 000-დან 10 000 ნაბიჯამდე (4 კმ - 8 კმ). გაიყოლეთ წყალი და ჩაიცვით კომფორტულად, რომ ტანისამოსმა არ შეგბოჭოთ.
უარი თქვით ლიფტით სარგებლობაზე და იარეთ კიბეებზე მშვიდი ტემპით. გახსოვდეთ, რომ უნდა გაიმართოთ მხრებში და ისუნთქოთ თანაბრად, სუნთქვის შეკავების გარეშე. ჩართეთ სახლში თქვენი საყვარელი სიმღერების კრებული და იცეკვეთ. 30 წუთი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ინტენსიური დატვირთვა გამოგივიდეთ. ეცადეთ, მუსიკა იყოს ენერგიული და აჰყვეთ მის ტემპს.

სახლში აქტიურად ეთამაშეთ ბავშვებს! YouTube-ზე შეგიძლიათ მოიძიოთ 30-წუთიანი ვარჯიშები, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე! აბა, თქცენ იცით, ჩემო სიყვარულებო".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა