თეგებით ძიება

"ეს არის დეზინფორმაცია! ბრმად ნუ აყვებით..." - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"ეს არის დეზინფორმაცია!
"ნიუ იორკ ტაიმსმა" დადო სასწაული სათაური და ასეულობით წერილი მივიღე ამასთან დაკავშირებით. ახლა მოკლედ აგიხსნით, რაშია საქმე:
კვლევა ჩატარდა 77 ადამიანზე! ხომ მაგარი კვლევაა?!...
კვლევა ეფუძნება 2007 წლის კვლევას/თეორიას, რომ იმუნიტეტი “იმახსოვრებს” ვირუსებს (ნახეთ ბმულში)
ამ სტატიაში მკაფიოდ წერია, რომ ვირუსის გრძელვადიანი “მახსოვრობა” არის შესაძლებელი მარტო იმ ადამიანებში, ვინც ვირუსი გადაიტანა
ვინც ვაქცინირდა, მასზე ეს გრძელვადიანი “მეხსიერება” არ ვრცელდება და პირველი დოზიდან, ალბათ, 6 თვეში, ზოგი "პლაცებო" ვაქცინის შემთხვევაში - ალბათ, 3 თვეში, ზოგი კი 9-12 თვეში იქნება საჭირო “ბუსტერი” ვაქცინის გაკეთება;

გთხოვთ, ბრმად ნუ აყვებით ასეთ კვლევებს. ეს არის ვიწრო მეცნიერული მსჯელობის საკითხი და საზოგადოება ასეთი სტატიებით უფრო იბნევა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკები იზრდება.
გისურვებთ ჯანმრთელობას", - წერს ფხაკაძე ფეიაბუქზე.

[flash=425,264]

ეს არის დეზინფორმაცია! ✅"ნიუ იორკ ტაიმსმა" დადო სასწაული სათაური და ასეულობით წერილი მივიღე ამასთან დაკავშირებით. ახლა...Posted by Giorgi Pkhakadze on პარასკევი, 28 მაისი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა