თეგებით ძიება

"აღარ არის ქალაქი სვეტსკობის კერა... აგრესიული პრ(ა)ვინციალიზმი აღმოიფხვრას ორგანიზმიდან და არა გეო-ლოკაციიდან.." - რას წერს მანჩო გიორგობიანი

სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი პროვინციალიზმისა და ქალაქელობის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ბარემ ყბადაღებული თემაა თბილისი და ერთსაც ვიტყვი;
ნუ აგიჩემებიათ ეს მოთუშული ხოხობი და დაჭრილი ირემი გაიხსენეთ კიდევ, გოგირდებში ჩახაშლამებული.
რეებს იგონებთ?!
მესამე თაობა , ვინც თბილისში იბადება, უკვე “კარენნოი” - ძირძველ თბილისელად ითვლება.. - დედ-მამაც თბილისში დაიბადნენ და ბებია -ბაბუაც რომ მინიმუმ თბილისში აღიზარდნენ, თუ არ დაბადებულან... მეოთხე თაობას მთლად წყალი არ გაუვა ნაღდ თბილისელობაში და სხადასხვა უბნის ნაზავი თვისებებიც თანდაყოლილი აქვთ ხოლმე...
ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს , დამთავრდეს ამ უაზრობაზე კამათი , დღეს აღარ არის ქალაქი განათლების - სვეტსკობის კერა და ამიტომ ყველამ ჩვენ-ჩვენ კომპლექსებს მივხედოთ,
აწყვეტილი გორსალობა კი უნდა აღიკვეთოს და აგრესიული პრ(ა)ვინციალიზმი აღმოიფხვრას ორგანიზმიდან და არა გეო-ლოკაციიდან...
უკვე ძალიან რქიანობაა ეს “სოფელი მოერევა თუ თბილისი იიიი “ თემა... როგორ არ მოგბეზრდათ?!.
თბილისელობა არ ნიშნავს პარალელურად ქალაქის კოლორიტობას, ეს კიდევ ცალკე ვრცელი თემაა, რადგან ესეც აურ-დაურია ბევრმა და ისეთ ხალხთან გააიგივა, ვისაც არ ეკუთვნოდა ეს საპატიო წოდება..
მხოლოდ პოპულარობასაც არ მოაქვს კოლორიტობა , ეს კიდევ სხვა ფენომენია...
ქალაქის კოლორიტი შეიძლება ძირძველი თბილისელი ვერ გამხდარიყო და აი მრავალმხრივ ნიჭიერი და საყვარელი ხალხი თუნდაც სოფლელები ან პატარა ქალაქებიდან , კი, ბატონო!.. ბევრმა დაიმშვენა ქალაქის კოლორიტობა..
გასაგებად დავწერე, თუ ვერ ავხსენი?..", - წერს გიორგობიანი ფეიაბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა