თეგებით ძიება

"ბიჭმა მიაწოდა პური უცნობ ბებოს, ეს თქვენ მე გიყიდეთო, ქალს რა ექნა არ იცოდა...მოეფერეთ მოხეცებს" - ემოციური ისტორია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, კოტე კაკაშვილი (Kote Kakashvili) ფეისბუქ ჯგუფ "ფუსფუსებში" ემოციურ ისტორიაზე წერს, რომელიც ზუგდიდში მოხდა.

"სამი დღის წინ ასეთ ფაქტს შევესწარი ზუგდიდში, პურის საცხობთან გავჩერდი ჩემს წინ ორი ადანიანი იყო ახალგაზრდა ბიჭი და მის უკან მოხუცი ქალი, ეს ქალი რაღაც ხურდებში იქექებოდა და ეძებდა, ქონდა თუ არა საკმარისი თანხა და გამყიდველს ეკითხება, რა ღირს დიდი პურიო. იმან უპასუხა, 1.20 თეთრიო. მოხუცმა ისევ ქექვა გააგრძელა, ამას ეს ბიჭიც ხედავდა ვინც წინ იდგა, როცა იყიდა პური გამყიდველს უთხრა, ის ორი დიდი პური მომეცი ამ მოხუცისთვისო, გამყიდველი გაოცდა, არც ელოდა უცებ, შეცბა თიქთოს ვერ გაიგო, რა უთხრა ბიჭმა და უცებ მიაწოდა ის ორი პური. მოხუცს არც გაუგია ეს საუბარი და როდესაც ახალგაზრდა ბიჭმა მიაწოდა პური ბებია ქალს, ეს თქვენ მე გიყიდეთო, ქალს რა ექნა არ იცოდა არ ელოდებოდა არაო თქვა, რატომ მიყიდე შვილოვო და გამოართვა. ბიჭმა კი უპასუხა არაფერი ბებო უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარო გემრიელად მიირთვიო და უკან მოუხედავად ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
პ.ს ისტორია მოგონილი არ არის ნამდვილად ასე იყო.
ერთ დღესაც ყველანი მოვხუცდებით, მოეფერეთ მოხეცებს. ისინი ყველაზე კეთილები არიან ბავშვების მერე.
და გისურვებთ უცრემლო სიბერეს ყველას", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა