"მე მიყვარს ჩემი ტუჩები " - როგორ გამოიყურება ყველაზე დიდი ტუჩების მქონე "ბარბი" (ფოტოები)
23 წლის ბულგარელმა ანდრეა ივანოვნამ, მინიმუმ, 20 ინექცია გაიკეთა იმისთვის, რომ მისი ვიზუალი მაქსიმალურად დაახლოებოდა "ბარბის" თოჯინას. მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ტუჩები აქვს. ახალგაზრდა ქალი შეჩერებას არ აპირებს და რამდენიმე თვეში, ტუჩების ზომის მომატებას ისევ გეგმავს.
როგორც ახალგაზრდა ქალი ბლოგზე წერს, ის საკუთარი თავის შეცვლის იდეით არის შეპყრობილი.
"მე მიყვარს ჩემი ტუჩები. მიმაჩნია, რომ ჩემი ახალი, დიდი ტუჩებით არაჩვეულებრივად გამოვიყურები. მართალია, ოპერაციის შემდეგი ორი დღის განმავლობაში ჩემთვის საკვების მიღება მტკივნეულია, თუმცა მერე ის მსუბუქდება. არ ვარ დარწმუნებული, რომ მე მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ტუჩები მაქვს", - წერს ანდრეა.
ივანოვნას ექიმები თხოვენ, რომ ტუჩების გაზრდის შემდეგი ოპერაცია არ გაიკეთოს, თუმცა ქალი უარზეა.
"ექიმები მიიჩნევენ, რომ დროა მე შევჩერდე, მაგრამ მინდა, რომ კიდევ უფრო დიდი ტუჩები მქონდეს", - აცხადებს ქალი.
ქალის თქმით, დიდი ტუჩების გამო, მამაკაცებისგან კომპლიმენტებს ხშირად იღებს, უარყოფითი შეფასებები კი მანდილოსნებისგან მოდის.
"ბარბიმ" ტუჩების შემდეგ მკერდის ოპერაციაც გაიკეთა.
shokru.com