თეგებით ძიება

"ჩემი ძალიან ახლო მეგობარია..." - რას ამბობს მარგველაშვილი ლევან ვასაძეზე

საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარტია "ერის" დამფუძნებელი, ლევან ვასაძე მისი ზალიან ახლო მეგობარია და მასთან ოჯახურად ახლობლობს.

როგორც მარგველაშვილმა „ფორმულას” ეთერში განაცხადა, მიუხედავად მასთან მეგობრობისა, ის ვასაძის პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებს და მისი პარტიის ამომრჩეველი არ არის.

„მე და ლევანს გვაკავშირებს ძალიან ბევრი წელი ახლობლობის, მეგობრობის, ერთმანეთის ნათესაობის, თუმცა პოლიტიკაში ჩემი და ლევანის შეხედულებები არის აბსოლუტურად განსხვავებული, როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ლევანის პარტიის ამომრჩეველი მე არ ვარ. მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ მაძლევს შესაძლებლობას, გითხრათ რა არის ლევანის პარტიის საბოლოო მიზნები… მე ამ ტიპის ორიენტაციის ამომრჩეველი არ ვარ. სხვა პოლიტიკურ მომავალს ვხედავ ჩვენი ქვეყნის.

მთელი ახალგაზრდობა და ბავშვობა გატარებული ერთად შეუძლებელი არ ტოვებდეს იმის განცდას, რომ ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ოჯახიც ძალიან ახლოა. მე და ლევანს ახლო მეგობრობის ძალიან ბევრი წელი გვაკავშირებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა