თეგებით ძიება

როგორი ინტიმური ცხოვრება გაქვთ? - საუკეთესო სექსის 3 ნიშანი (+რჩევები)

როცა სექსი ორივე პარტნიორს სიამოვნებს, ურთიერთობა ბევრად უკეთესი ხდება, ხოლო თუკი საწოლში სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს, ეს ხშირად აისახება ცხოვრების სხვა სფეროებზეც. რატომ ხდება ასე და რეალურად როგორია საუკეთესო სექსი?

სექსი არამხოლოდ ფიზიკური აქტია, რომელიც ორ ადამიანს შორის ხდება; ეს არის გამოცდილება, რაც ორივეს სხეულზე, გრძნობებსა და ტვინზე აისახება ორივე პარტნიორის შემთხვევაში. ეს არის პარტნიორებს შორის ფანტაზიის გაცვლის და საკუთარი სურვილების გამოვლენის საშუალება. სხვა სიტყვებით, ფიზიკური, ემოციური და გრძნობების სინთეზი ქმნის სექსს, რაც ურთიერთობაში საკმაოდ
დიდ როლს თამაშობს.

რჩევები იმისათვის, რომ განამტკიცოთ თქვენი ინტიმური კავშირი:.

მსუბუქი და ნაზი შეხებები
შესაძლებელია ფიზიკური აქტის გარეშე იცხოვროთ, მაგრამ პარტნიორის შეხების გარეშე ბევრი აგრესიული ხდება, ჩაკეტილი და დეპრესიაშიც ვარდება. სწორედ ამიტომ თბილი ურთიერთობები მათ აქვთ, ვინც ნაზად ეპყრობა ერთმანეთს და მჭიდროდ ამყარებს კომუნიკაციას ყოველდღიურად. მასაჟი, ხელის ჩაკიდება, კოცნა, თმაზე მოფერება - ნებისმიერი ტიპის შეხება პარტნიორებს შორის ამყარებს კავშირს. მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ რეაგირებს თქვენს შეხებასა და კოცნაზე. ეს მომენტები შესაძლოა ისეთივე ვნებიანი იყოს, როგორც სექსი და რა თქმა უნდა, სიყვარულის დემონსტრირება საუკეთესოდ ხდება ამ დროს.

სექსუალური სურვილები
ადამიანებს მოსწონთ, როდესაც თავიანთი პარტნიორისთვის სასურველები არიან. ეს მათ ახალი თავგადასავლებისკენ უბიძგებს საწოლში, ფანტაზიებს უფრო მეტ გასაქანს აძლევს და აღძრავს სურვილს, უფრო მეტად ასიამოვნოს პარტნიორს. თუმცა სურვილი - ეს ერთი ხელის მოქნევით შეუძლებელია გამოიწვიოთ. უნდა იცოდეთ აუცილებლად, სად მოსწონს შეხება. მაგალითად, მას თქვენთან სექსი საშხაპეში უნდა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ? მოუყევით ერთმანეთს და აღმოაჩინეთ, რა მომენტში ემთხვევა თქვენი ფანტაზიები.

ღრმა სიამოვნება
სექსუალური შეწყობა პარტნიორებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს: უნდა იცოდეთ ორივემ, თუ რა უნდა გააკეთოთ და რა მოგწონთ იმისათვის, რომ განამტკიცოთ ინტიმური კავშირი. იფიქრეთ სექსზე არა როგორც აქტზე, არამედ ენაზე, რომელიც მუდამ უნდა შეისწავლოთ იმისათვის, რომ სრულყოფილად იცოდეთ. ეს ხშირად დიდ დროს საჭიროებს. მოუყევით თქვენი ეროტიკული ფანტაზიების შესახებ, რა მოგწონთ ყველაზე მეტად. როცა კომუნიკაცია არსებობს წყვილს შორის, დაფარული სურვილები რეალობაში გადმოდის და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს ორივე პარტნიორს.


როგორ შეამოწმოთ, კარგი სექსუალური ცხოვრება გაქვთ თუ არა?
- უპასუხეთ კითხვებს და პასუხიდან გამომდინარე იმოქმედეთ:

რამდენად დიდ ადგილს იკავებს თქვენს ურთიერთობაში სექსი?
იმახსოვრებს რომელიმე თქვენგანი, რამდენად ხშირად გაქვთ სექსი?
თუკი ერთს უნდა სექსით დაკავდეს და მეორეს არა, სწყინს/ბრაზდება ინიციატორი?


თუკი დადებითი პასუხები გაეცით, მაშინ სექსს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. დროა, შეწყვიტოთ ინტიმური კავშირის ურთიერთობაში ერთადერთ საშუალებად მიჩნევა, დაიწყეთ მეტი დროის გატარება საწოლის გარეთაც ერთმანეთთან ყოფნით. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში სექსს აქვს თავისი მნიშვნელობა, თუმცა არა გადამწყვეტი. ეს ერთ-ერთი სფეროთაგანია ერთობლივი ცხოვრებიდან. განაგრძეთ იმავე ტემპში, ხშირად განიხილეთ და ერთმანეთზე მოქმედების ახალი ხერხებიც აითვისეთ.

წყარო: marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა