თეგებით ძიება

განათების გარეშე დარჩენილი სოფელი ადიგენის რაიონში

პროექტ "ჩემი რეგიონის“ ფარგლებში, TIA.GE მკითხველს სოფელი ვარხანი შესახებ მოუთხრობს, რომელიც ადიგენის რაიონში მდებარეობს.

სოფელი საკმაოდ დიდი ზომისაა და ამიტომ ორ ნაწილად,ზემო და ქვემო ვარხანად იყოფა. ის მაღამთლიან სოფელთა სიაში შევიდა და სხვადასხვა აღდგენითი თუ სარეაბილიტაციო საქმიანობები მიმდინარეობს სოფელში.

2019 წელს სოფელში შეიყვანეს გაზი, ხოლო წელს გააკეთეს სპორტული მოედანი. სოფელი აბასთუმანთან ახლოსაა, რაც ზრდის მის ტურისტულ პოტენციალს.

იმის გამო, რომ სოფელი აბასთუმანთან ახლოს მდებარეობს, მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველა საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაო შეძლებისდაგვარად მალე ჩატარდება.

სოფელში მრავლადაა ახალგაზრდობა. ასევე, ხშირად ჩამოდიან დამსვენებლები. ისინი აღნიშნავენ, რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს სპორტული მოედნის რეაბილიტაციას, თუმცა, არის პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

სოფელში არ არის შიდა განათება, რაც არაერთ პრობლებას ქმნის მოსახლეობისათვის. მართალია ცენტრალურ გზაზე არის განათებები, თუმცა, ღამე სოფელში გადაადგილებისათვის, აუცილებელია ლამპიონები.

ქუჩაში ბევრი ძაღლია და არის მომენტები, როდესაც სოფელს „სტუმრობენ“ მგლები და ფოცხვერები, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, განსაკუთრებით კი ღამით მოსიარულეთათვის.

მოსახლეობა არის მთავრობის იმედად და აცხადებენ, რომ ელოდებიან, თუ როდის გაუკეთებენ სოფლის შიდა განათებას, რათა უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ შეძლონ ღამით გადაადგილება.

"ღამის განათების არარსებობა, ხშირად გვიქმნის პრობლემას. განსაკუთრებით ზაფხულში. მნიშვნელოვანია, რომ იყოს სოფლის შიდა განათება და საღამოობით გარეთ სიარულისთვის არ დაგვჭირდეს ტელეფონის ფანრებით სიარული", - აცხადებს სოფელ ვარხანის ერთ-ერთი ახალგაზრდა, ლიზი მსხვილიძე.

ავტორი: ნატო ვარდიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა