თეგებით ძიება

ზვიად ხარაზიშვილმა ვარჯიშის დროს მიიღო დაზიანება, რის გამოც „ავერსის“ კლინიკაში, შემოწმებაზე იმყოფებოდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც „იმედინიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად გეგმურ შემოწმებას იტარებს.

„გავრცელდა სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმურ შემოწმებას. ასევე, ვარჯიშის დროს, მან მიიღო დაზიანება, რის გამოც „ავერსის“ კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე“, - განმარტეს შს სამინისტროში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა