თეგებით ძიება

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი ახალი წლის ღამეს?

ახა­ლი წლის ღა­მეს სურ­ვი­ლე­ბის ჩა­ფიქ­რე­ბას თუ აპი­რებთ, გირ­ჩევთ, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დით იხელ­მძღვა­ნე­ლოთ და თქვე­ნი სტი­ქი­ის ენერ­გი­ას მი­მარ­თოთ; გახ­სოვ­დეთ, სურ­ვი­ლე­ბი უნდა ჩა­ი­ფიქ­როთ ან ჩა­მო­წე­როთ ახა­ლი წლის დად­გო­მი­დან რამ­დე­ნი­მე (5-7) წუთ­ში:

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზო­დი­ა­ქოს ციკლში ოთხი ბუ­ნებ­რი­ვი ელე­მენ­ტია: ცე­ცხლო­ვა­ნი (ვერ­ძი, ლომი და მშვილ­დო­სა­ნი), მი­წის (კურო, ქალ­წუ­ლი და თხის რქა), წყა­ლი (კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი და თევ­ზე­ბი) და ჰა­ე­რი (ტყუ­პი, სას­წო­რი და მერ­წყუ­ლი).

ცე­ცხლის ნიშ­ნებ­მა სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბის ან და­წე­რის დროს ან­თე­ბულ სან­თლს უნდა უყუ­როთ. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­წე­როთ სა­ი­დუმ­ლო ქა­ღალ­დზე ან უბ­რა­ლოდ წა­ი­კი­თხოთ ცე­ცხლის ყუ­რე­ბი­სას. შემ­დეგ და­მა­ლეთ ფურ­ცე­ლი და დაწ­ვით, როცა ოც­ნე­ბა აგიხ­დე­ბათ.

წყლის ნიშ­ნებს უნდა გა­ა­კე­თოთ ქა­ღალ­დის ნავი, რო­მელ­ზეც და­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა სურ­ვი­ლი და წყალ­ში გა­უშ­ვათ. თუ თქვენ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გაქვთ, მა­შინ წი­ნას­წარ უნდა მო­ემ­ზა­დოთ, თასი აავ­სეთ წყლით და თქვე­ნი სურ­ვი­ლი­ა­ნი ნავი იქ ჩა­უშ­ვით. შემ­დეგ გა­და­ას­ხით წყა­ლი ქუ­ჩა­ში და შე­ი­ნა­ხეთ წყლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნავი სა­ნამ სურ­ვი­ლი არ აგიხ­დე­ბათ.

ჰა­ე­რის ნიშ­ნებ­მა თქვე­ნი სურ­ვი­ლი ჰა­ერ­ში უნდა გა­უშ­ვათ, ამის­თვის უნდა შე­ი­ძი­ნოთ გა­სა­ბე­რი ბუშ­ტი, მას­ში მო­ა­თავ­სოთ ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი სურ­ვი­ლი და ახა­ლი წლის დად­გო­მის­თა­ნა­ვე ცაში გა­უშ­ვათ.

მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ძა­ლას მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ნივ­თე­ბის­გან იღე­ბენ, ამი­ტომ თქვენ სურ­ვი­ლი უნდა ჩა­ი­ფიქ­როთ მო­ნე­ტა­ზე, რო­მელ­საც ჯი­ბე­ში ჩა­ი­დებთ და ატა­რებთ მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი არ ახ­დე­ბათ.

სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბას გი­სურ­ვებთ!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა