უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენი ხალხის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან ყოველთვის ძალიან კარგი ამბავია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს კი ერთ-ერთი ასეთი დღეა: ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის ტყვეობიდან თითოეული უკრაინელის გასათავისუფლებლად. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ არავის ვივიწყებთ. მადლობა გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი დაბრუნდეს. მადლობა ყველა პარტნიორს, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომლებიც გვეხმარებიან ამაში“, - დასძინა მან.