თეგებით ძიება

თურქეთი საქართველოს ხედავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი საქართველოს ხედავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს, –ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა იმედი გამითქვა, რომ საქართველოს პრემიერთან შეხვედრა ხელს შეუწყობს და განავითარებს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს.

"გვწამს, რომ შეგვიძლია, ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას. აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, თურქეთი მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას, იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება უმოკლეს დროში, წელსვე გავმართოთ უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს სხდომა. არსებული მექანიზმების გამოყენებით, განვაგრძობთ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას.

და ბოლოს, ამ განწყობით, იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხედულებები და შეხვედრა ხელს შეუწყობს და განავითარებს ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს“, – განაცხადა ერდოღანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა