12 რამ, რაც არასოდეს უნდა ჰკითხო საყვარელ მამაკაცს - ქალების საბედისწერო შეცდომები
ზოგჯერ ყველაზე რთული წარმოსათქმელი ის სიტყვებია, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია. სიტყვები სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა. საკუთარი თავის სწორად გამოხატვის უნარი არამარტო შენი პირადი ბედნიერებისთვის არის გადამწყვეტი ფაქტორი, არამედ, ზოგადად, ყველა სახის ჯანსაღი ურთიერთობისთვის.
მაშინაც კი, როდესაც გვგონია, რომ სწორედ იმ ერთადერთს შევხვდით, არის რაღაც შეკითხვები, რომლებიც უბრალოდ არასდროს უნდა დაუსვა მას:
1. გიყვარვარ?
რთულია იმის გადმოცემა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიტყვა. ალბათ არავის სურს იმის დანახვა, თუ როგორ ემსგავსება ყველაზე ძვირფასი ადამიანი ნამდვილ მოჩვენებას, მხოლოდ იმის გამო, რომ მას საკუთარი ფასი არ აგრძნობინეს.გიყვარს? მაშინ გამოიყენე ყველანაირი შანსი, რათა მან ამის შესახებ იცოდეს, ვიდრე მეტისმეტად გვიანი არ არის…
2. ჩემთან ბედნიერი ხარ?
დააკვირდი, ისიც როგორ იცინის, როდესაც თუნდაც სრულიად უმიზეზოდ იცინი. ბედნიერია თუ არა? - ეს უბრალოდ უნდა ირძნო, როდესაც მკლავებს გხვევს და შენთან ერთად ასე იძინებს.მისი ბედნიერება შენი ბედნიერება უნდა იყოს და შენიც იქნება მისი. საიდუმლო ჩაღიმება და პატარ-პატარა ბედნიერი მომენტები ხდიან ურთიერთობას ფასეულს.
3. ამად ვღირვარ?
იდეალური არავინაა, არ არსებობს ურთიერთობა კომპრომისების გარეშე და შენ საკმარისად დათმე, რათა მისი პატივისცემა, ნდობა და ერთგულება დაგემსახურებინა…
4. როგორ ფიქრობ, მომავალი გვაქვს?
როდესაც მას ყველაფერზე მეტად უყვარხარ, მომავალი შენს გარეშე ვერც კი წარმოუდგენია.გხედავს თუ არა საკუთარ მომავალში ამას მაშინ უნდა გრძნობდე, როდესაც, მაგალითად, უახლოეს შაბათ-კვირას ქალაქგარეთ წაყვანას გიპირებს, ბუნებაში შენთან ერთად ლაშქრობებს გეგმავს ან სურს, განტვირთვისთვის აგარაკზე წაგიყვანოს, სულაც ზაფხულის შუა რიცხვებში საყვარელი მუსიკის ფესტივალზე თქვენს გარეშე წასვლა არ უნდა.
5. ჩემი წარული გაღელვებს?
გულწრფელად რომ ვთქვათ, წარსულში მეტნაკლებად ყველას მიგვიქარავს. ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ უნდა იყოს იმ ადამიანისთვის, ვისთანაც ურთიერთობა ამჟამად გაქვს, ან სამომავლოდ აპირებ.ის, ვისაც ეყვარები ისეთი, როგორიც ხარ, უნდა აცნობიერებდეს, რომ წარსული - გაკვეთილების სწავლით შეძენილი გამოცდილებაა.
6. ფიქრობ, რომ მე ის ერთადერთი ვარ?
როდესაც ხვდები ადამიანს, რომელთან ერთადაც დაუვიწყარ დროს ატარებ, არც კი უნდა გიჩნდებოდეს მსგავსი შეკითხვა. შეიძლება ეს ერთი ნახვით შეყვარება არ ყოფილა, მაგრამ გადის დროს და ურთიერთობა რაღაც კიდევ უფრო მეტი ხდება, ვიდრე უბრალოდ ურთიერთ შეწყობა - ერთმანეთთან ჰარმონიულ სინქონში ხართ. თქვენი შეხვედრა ამურის ისრების ტყორცნა არ იყო, თუმცა თქვენ ორს შორის უკვე რაღაც მნიშვნელოვანია და ორივეს გსურთ, რომ ის გაიზარდოს.
7. ჩემი ნაკლი გაღელვებს?
მას არა მხოლოდ უნდა აღელვებდეს შენი ნაკლი, არამედ უნდა უყვარდეს კიდეც თითოეული მათგანი, ვინაიდან ეს ყველაფერი შენი შემადგენელი ნაწილია. შესაფერისი ადამიანი შენი არსის ყველა ასპექტს ეთაყვანება.
8. საუკეთესო ვარ მათ შორის, ვინც ოდესმე გყოლია?
სექსუალურ ცხოვრებაში თავისუფლებისა და კომფორტის შეგრძნების უფლება ყველას აქვს. ასევე ყველას გვაქვს უფლება ყოველდღიურ ცხოვრებაში თავდაჯერებულად, კმაყოფილად და ლამაზად ვგრძნობდეთ თავს.საჭირო არ არის ამ შეკითხვის დასმა. ამას ისედაც მიხვდები, თუ სექსი ორივესთვის თანაბრად საყვარელი და ბედნიერების მომგვრელი იქნება.
9. მაღმერთებ?
გაღმერთებს თუ არა, ამას ყოველდღიურ წვრილმანებში უნდა გრძნობდე. შენს რჩეულს მთელი შენი გონება უნდა უყვარდეს, შენი სხეული, საუბრისა და სუნთქვის მანერა… შენი სინათლე მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს… ერთი სიტყვით, საყვარელი ადამიანი მთლიანად მოცული უნდა იყოს შენით…
10. ფიქრობ, რომ ლამაზი ვარ?
მან სიყვარული შენს კანზე ჭორფლის პაწაწინა გამოსახულებებში იპოვა, ის გიჟდება, როდესაც საღამოობით თმას სიო გიჩეჩავს, მაშინაც კი, როცა შენ ამას ვერ იტან. მას თვალები უცინის, როდესაც შენს სახეს უყურებს და ტუჩებს იკვნეტს.როდესაც ხვდები იმას, ვინც ხანგრძლივად დარჩენას იმსახურებს შენს ცხოვრებაში, ის შეძლებს კიდეც მასში შემოღწევას. მის თვალებში დაინახავ, როგორ გალამაზდები. ამას სხვებიც შეამჩნევენ.
11. გინდა იცოდე რაღაცები, რაც არავინ იცის?
თითქოს ორივეს ერთი და იგივე შინაგანი საათი გაქვთ, რაც ღამეების ერთად თენების საშუალებას გაძლევთ… ერთმანეთს ცხოვრების ყველა წვრილმან ამბავს უზიარებთ…მას არა მხოლოდ ის აინტერესებს, თუ როგორ იზრდებოდი, ან რა იყო შენი საყვარელი საგანი სკოლაში, არამედ გაცილებით მეტი: მას სურს იცოდეს, რა არ გაძინებდა ხოლმე ბავშვობაში ღამ-ღამობით, როგორი იყო შენი პირველი სექსი, ყველა საიდუმლო, რომელთა გამხელაც ზოგჯერ უახლოესი მეგობრებისთვისაც გაგჭირვებია. მისთვის არაფრის მოყოლა არ უნდა გეშინოდეს.
12. ხვალაც გეყვარები?
მცხუნვარე მზის ქვეშ ათასჯერ სირბილისა და მთვარის შუქზე ათასჯერ სიცილის შემდეგ სახეზე გაჩენილი პატარა ნაოჭები ხვალ ნაკლებად ლამაზად სულაც არ გაქცევს.არ აქვს მნიშვნელობა, ხვალ მის გვერდით იქნები თუ მთელი ქვეყნის მანძილით დაშორებული, შენ მის გულში იქნები. ყველაფრის მიუხედავად, შენ მისთვის ყოველდღე საყვარელი იქნები.შენს გვერდით ის ერთადერთია და მისგან სიყვარულის თხოვნა აღარ გჭირდება.
როდესაც იმ ადამიანს, ხვდები, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებ, შენს ყველა შეკითხვას ნელ-ნელა და თავისთავად გაეცემა პასუხი…