"ამცირებს კიბოს რისკს" - 7 მიზეზი თუ რატომ უნდა დაკავდეთ სექსით ყოველდღე
გარდა იმისა, რომ ორი ადამიანის გრძნობებს სექსუალური კავშირი გაცილებით ამყარებს და აძლიერებს, იგი ასევე სასარგებლო და აუცილებელია ადამიანების მენტალური ანუ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც.
TREND. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, რაც დაგარწმუნებთ იმაში, რომ საყვარელ ადამიანთან სექსი არა მხოლოდ სიამოვნების მიღების საშუალებაა, არამედ, თქვენი სხვადასხვა მდგომარეობების გაუმჯობესებაშიც დიდ როლს თამაშობს.
1. სექსი ამცირებს სტრესს
ვარჯიში, ბუნებრივია, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სტრესისა და დაღლილობის მოსახსნელად, განწყობის პოზიტიურისკენ შესაცვლელად და ა.შ. ვინც ფიქრობთ, რომ ვარჯიშის ხსენებისას აუცილებლად რთულად შესასრულებელი, რამდენიმე საათიანი აქტივობები უნდა აკეთოთ, ძალიან ცდებით. სექსიც ერთგვარი ვარჯიშია, რომელიც სხვა ვარჯიშის ფორმებთან შედარებით სიამოვნებასაც გგვრით. შესაბამისად, დაკავდით ყველაზე სასიამოვნო და ამავდროულად სასარგებლო აქტივობით.
3. სექსი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას
პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ სტუდენტებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კვირაში მინიმუმ 2-ჯერ მაინც ქონდათ სექსი, გაცილებით კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც საერთოდ არ ჰქონდათ. საქმე იმაშია, რომ სექსის დროს საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოიყოფა ანტიგენები - იმუნოგლობულინები. ეს უკანასკნელი იცავს ადამიანის ორგანიზმს სხვადასხვა ვირუსული დაავადებებისგან. დაკავდით სექსით ხშირად, გამოიმუშავეთ მეტი ანტიგენი და იყავით მეტად ჯანმრთელები.
4. სექსი ამცირებს არტერიულ წნევას
მსგავს საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, აცხადებენ, რომ სხვა იმ დადებით და პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, რაც სტაბილურ სექსუალურ ცხოვრებას შეუძლია მოუტანოს ადამიანს, სექსი აბალანსებს და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
5. სექსი ამცირებს კიბოს რისკს
განსაკუთრებით მამარობით სქესში, რეგულარული სექსი ჯანმრთელობის გარანტიაა. იგი ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს. ამერიკული სამედიცინო ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები, რომლებსაც თვის განმავლობაში 21-ჯერ მაინც ჰქონდათ სექსი, ნაკლებად იდგნენ პროსტატის კიბოს რისკისა და სხვა დაავადებების რისკის წინაშე.
6. უზრუნველყოფს მშვიდ ძილს
როგორც სხვა ვარჯიშის ფორმა, სექსიც აჩქარებს ადამიანის გულს და იწვევს დაღლილობას. გარდა ამისა, სექსი ემოციურ კმაყოფილებასაც იწვევს, რაც განაპირობებს იმას, რომ ადამიანებს მშვიდი და უშფოთველი ძილის საშუალბაც აქვთ.
7. ახანგრძლივებს ცხოვრებას
ყველა იმ ბენეფიტის წყალობით, რაც ორი ადამიანის სტაბილურ სექსუალურ კონტაქტს თან ახლავს, ადამიანის ჯანმრთელობა გაცილებით უმჯობესდება და ეს თავისთავად განაპირობებს, ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებას.
trend.ge