თეგებით ძიება

დენის შმიგალი - უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც დასტურდება კონკრეტული ფაქტებით

უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული ფაქტებით, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს ხალხებს შორის ურთიერთობა უფრო დიდ იმპულსს იძენს, ეს კი არის მნიშვნელოვანი სიგნალი ორი ქვეყნის ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმართმასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქციული ატმოსფეროსთვის, რომლითაც დახვდნენ უკრაინულ დელეგაციას თბილისში. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. უკრაინის ხალხის სახელით, მინდა, ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება, საქართველოს გაუმარჯოს.

ძვირფასო მეგობრებო, ამ რთული გლობალური გამოწვევების პირობებში, რაც უკავშირდება პირველ რიგში კორონავირუსს, ჩემი ვიზიტი საქართველოში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი ქვეყნების ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით“, – განაცხადა შმიგალმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა