თეგებით ძიება

გახარიას პარტიის „მარჯვენა“ და „მარცხენა“ კიდურები სააკაშვილთან და კეზერაშვილთან ოდესღაც დაახლოებული იმდროინდელი მაღალჩინოსნები არიან - დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Ongo.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ „კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა“.

„პრინციპში, რატომ უნდა ვიყო ურყევი ჩემთვის თუნდაც დაუჯერებელი ამბების უარყოფაში - როდესაც დიახ, გიორგი გახარიას პარტიის „მარჯვენა“ და „მარცხენა“ კიდურებს სააკაშვილთან და კეზერაშვილთან იდესღაც დაახლოებული იმდროინდელი მაღალჩინოსნები არიან.

ერთ-ერთი მათგანის მიმართ მწვავე შეკითხვებიც დავსვი, თუმცა პასუხის მიღებაზე მინიშნებაც ვერ მივიღე. ასე რომ, თუ პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყარო, კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა - იგი ყარს. მას ქართული სისხლითა და ცრემლით ქმნიდა. აწი თავად ამტკიცონ, ვინ არიან და რა უნდათ“ - წერს ქართველიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა