თეგებით ძიება

ლაპარკი ვისწავლე, სიარული ჯერ არ მისწავლია, ყველა ორგანო მოიარა - თინა ხიდაშელი

მინდა უზარმაზარი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელსაც ხელით ვეჭირე და მექაჩებოდა, მათრევდა იმ მორევიდან, რომელშიც ვიძირებოდი - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მან კორონავირუსით გამოწვეულ გართულებებზე ისაუბრა და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"მადლობა ყველას, ვინც მწერდა, მირეკავდა, მამხნევებდა და გადარჩენის საშუალება მომცა. მადლობა ჟურნალისტებს, რომელთა მხრიდანაც დიდი იყო ყურადღება.

ლაპარაკი ვისწავლე, იმედია, სიარულსაც ვისწავლი.

აიცერით, ხალხო. ამ დაავადებას არ აქვს ბარიერი. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მოუყოლადი ამბავია ჩემი ისტორია. ყველა ორგანო მოიარა, თუკი რამე არსებობს, ლაპარაკი ვისწავლე, სიარული ჯერ არ მისწავლია. ამიტომ აცრა არის ერთადერთი პასუხი იმისთვის, რომ ამ მდგომარეობაში არავინ აღმოჩნდეს" - თქვა თინა ხიდაშელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა