ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 876-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 779 პირს დაუდასტურდა, 959 პაციენტი გამოჯანმრთელდა.