ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 2,9 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,9 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,59 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 779 პირს დაუდასტურდა, 959 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.