სომხეთის მთავრობამ კორონავირუსით გარდაცვლილი ხალხის გაკვეთის გადაწყვეტილება მიიღო
სომხეთის ეროვნულმა კრებამ (პარლამენტმა) გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით კორონავირუსით გარდაცვლილის პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის აკრძალვა მოიხსნა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.
შესაბამისი ცვლილებები ეროვნულმა კრებამ „მოსახლეობის სამედიცინო დახმარების და მომსახურების შესახებ“ კანონში შეიტანა. ცვლილებებს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანაიტ ოვანესიანმა განაცხადა. კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროს მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით Covid19-გან გარდაცვლილი პაციენტის გაკვეთა არ ხდებოდა. ეს კანონი ამ აკრძლავას აუქმებს.