სად ქრება ვნება? 3 ვარჯიში, რომელიც ლტოლვას გააძლიერებს
ატყობთ, რომ სიახლოვის სურვილი სულ უფრო იშვიათად გიჩნდებათ? ეძებეთ ამის მიზეზი!
ბუნებამ ყველაფერი ბრძნულად მოაწყო: გვარისა და შთამომავლობის გასაგრძელებლად მან ჩაგვინერგა სქესობრივი ლტოლვა ინსტინქტის დონეზე. ამიტომ ამ ლტოლვის არქონა შეიძლება ნორმიდან გადახრად ჩაითვალოს, რომლის იგნორირებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი?
ნუთუ საქმე ემოციებთანაა კავშირში? ქალებში ლიბიდოს დაქვეითება ხშირად ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება. ტყუილად როდი თვლიან, რომ ჩვენი მთავარი ეროგენული ზონა თავის ტვინია... თუ საყვარელ ა
დამიანთან ხშირად მოგდით კონფლიქტი უმნიშვნელო საკითხზეც კი და ეს ბრაზი გიგროვდებათ, ამან შეიძლება დროთა განმავლობაში სექსის სურვილი საერთოდ ჩაგიკლათ. სექსის მიმართ ინტერესის დაკარგვა ასევე გვხვდება წყვილებში მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ. ამ მდგომარეობისთვის ექიმებმა სპეციალური ტერმინიც კი შემოიღეს - "LSD" სინდრომი. თანაც ამ დროს შესაძლებელია, მეუღლეებს სრული ურთიერთგაგება ჰქონდეთ, პატივს სცემდნენ ერთმანეთს, საერთო ინტერესებით ცხოვრობდნენ, მაგრამ სექსის სურვილი - არა! მთავარია - ნუ მოახდენთ სიტუაციის დრამატიზებას... კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია, თუ პარტნიორის მოსმენის და გაგების უნარს გამოიმუშავებთ. თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ პრობლემების მოგვარებას, გაიარეთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან. ხოლო სექსუალურ ურთიერთობებში სიახლის შეტანაში სექსოლოგის კონსულტაციები დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ამ კონსულტაციებს პარტნიორები ერთად უნდა დაესწრონ.
თუ ბალანსი დაირღვა...
ლიბიდოს დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადების შედეგადაც, მაგალითად, ანემიით, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტით, დიაბეტით. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ლიბიდოს დაქვეითება დაკავშირებულია ჰორმონული ბალანსის დარღვევასთან. პირველ რიგში, ტესტოსტერონის დონის დაქვეითებასთან (სწორედ ტესტოსტერონია სექსუალურ სურვილებზე პასუხისმგებელი). ან პროლაქტინის მომატებასთან. ჰორმონული დარღვევების კორექციაში გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი დაგეხმარებათ.
სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს ასაკობრივი ცვლილებებით. მაგალითად, ქალებში საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალეს შეუძლია სქესობრივი აქტი ნამდვილ "კოშმარად" აქციოს. მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიით. ბუნებრივი ლორწოს არარსებობის შემთხვევაში გამოიყენეთ კრემი-ლუბრიკანტები.
ლიბიდოს დაკარგვის კიდევ ერთი მიზეზი არასწორად შერჩეული ორალური კონტრაცეპტივებია. თუ მსგავსი მედიკამენტების მიღების შემდეგ შეატყობთ, რომ სექსის სურვილი დაკარგეთ, გინეკოლოგს მიმართეთ. ის დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი კონტრაცეპტივის შერჩევაში.
ვარჯიშები, რომლების სექსუალურ სურვილებს აღვიძებს:
1.დაწექით ზურგზე: ჩასუნთქვისას დაძაბეთ მუცლის და საჯდომის კუნთები, ხოლო ამოსუნთქვისას მოადუნეთ. ამ ვარჯიშის შესრულების დროს სასურველია, წელის ქვეშ პატარა ბალიში დაიდოთ.
2.დადექით ოთხზე: ამოსუნთქვის დროს დაძაბეთ მუცელი და დუნდულები და თან შიგნით შეისუნთქეთ მუცელი, ხოლო ჩასუნთქვისას მოადუნეთ.
3.დადექით ცალ ფეხზე: ამოსუნთქვის დროს მუცელი და დუნდულები შიგნით შესწიეთ, ხოლო ჩასუნთქვისას მოადუნეთ. შემდეგ ფეხი შეცვალეთ.