საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში ახალი კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. გარდა ამისა, კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, და 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 31 409 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 617, „პისიარ“ ტესტით – 13 792.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,65 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,98 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 348 594 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 332 304 გამოჯანმრთელდა, 4 893 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია 167 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 791.
კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 435 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 619 პირი.