"წლის ბოლოს პანდემია აღარ იქნება...ეკონომიკა იქნება გახსნილი...საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება" - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში წლის ბოლოს პანდემია, პრაქტიკულად, აღარ იქნება.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, სწორედ წლის ბოლოსთვის საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.
"წლის ბოლოს, პრაქტიკულად პანდემია აღარ იქნება, იქნება მხოლოდ ერთეული შემთხვევები, თუმცა ამას კლინიკური სექტორი იმდენად წარმატებით გაუმკლავდება, რომ ამას მოსახლეობა ვერც იგრძნობს. ეკონომიკა იქნება გახსნილი, უკვე დაფიქსირდა ეკონომიკური არნახული ზრდა მაისში და კიდევ უფრო მეტიც იქნება. ან, წლის ბოლოს, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
rustavi2.ge