მოგვიწევს თუ არა ზაფხულში პირბადის ტარება? - გამყრელიძე განმარტავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდვაქცინით სანამ მოსახლეობის 40%-ის აცრა არ მოხდება, მოქალაქეებს პირბადის ტარება მოუწევთ.
გარდა პირბადის ტარებისა, გამყრელიძე მოსახლეობას დისტანციის დაცვისა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავშეკავებისკენ მიუწოდებს.
"სანამ არ აიცრება მოსახლეობის, სულ მცირე, 30-40%, პირბადე უნდა ვატაროთ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა არ ატარებენ პირბადეს ან არასწორად ატარებენ. მესმის, რომ რთულია, ზაფხულია, თბილა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არსებობს. ამიტომ, პირბადე, სანამ არ ავიცრებით საკმაო რაოდენობის ადამიანები. ასევე, დავიცვათ დისტანცია და მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს", - აღნიშნა გამყრელიძემ.