თეგებით ძიება

მსოფლიოს 10 უცნაური ტრადიცია, რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ (ფოტოები)

ტრადიცია არის რიტუალები და შეხედულებები, რომლებიც კულტურის ნაწილს წარმოადგენს და თაობიდან თაობას გადაეცემა. ზოგიერთი კულტურული ტრადიცია ფართოდ არის გავრცელებული, ზოგი კი, ხალხის მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვისაა მიღებული.

გაგაცნობთ მსოფლიოს რამდენიმე საინტერესო ტრადიციას, რომელთაგან ზოგიერთი ნამდვილად სახალისოდ გამოიყურება:


1. კვერცხის ფესტივალი ბოსნია და ჰერცეგოვინაში

ბოსნია და ჰერცეგოვინის ქალაქ ზენიცაში, ყოველი წლის მარტში, ან გაზაფხულის სხვა პერიოდში, არც მეტი, არც ნაკლები, კვერცხის ფესტივალი იმართება. ქალაქის მაცხოვრებლები ასობით კვერცხს ამზადებენ დიდ ქვაბებში და უფასოდ გასცემენ მას.

მსოფლიოს 10 უცნაური ტრადიცია, რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ (ფოტოები)


2. ჭურჭლის მსხვრევის ტრადიცია გერმანიაში

გერმანიაში, ქორწილის წინა საღამოს, წყვილის მეგობრები და ოჯახის წევრები სადილად იკრიბებიან და ფაიფურის უამრავ ჭურჭელს ამსხვრევენ, რის შემდეგაც, მომავალ მეუღლეებს მთლიანი არეულობის დასუფთავებას სთხოვენ. გერმანელები თვლიან, რომ ეს ტრადიცია აუცილებელია ქორწინების სიცოცხლის ბოლომდე მისაღწევად.



3. დარიჩინის სროლის ტრადიცია დანიაში

დანიაში ერთი საინტერესო, თუმცა უცნაური ტრადიცია აქვთ - დარიჩინის სროლა იუბილარისთვის, რომელიც 25 წლის გახდა. დასაქორწინებელ ახალგაზრდას, საკუთარ დაბადების დღეზე, მეგობრები და კეთილმოსურნეები, უამრავ დარიჩინს ესვრიან. ეს ტრადიცია დანიის მაცხოვრებლებს სტიმულს აძლევს მოძებნონ პარტნიორი მანამდე, სანამ 25 წელი შეუსრულდებათ.


4. გარდაცვლილთან ცეკვა მადაგასკარში

მადაგასკარში, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ, ოჯახის წევრებს აკლდამიდან ამოჰყავთ გარდაცვლილის ნეშთი და მის ირგვლივ ცეკვავენ. ასევე, რიტუალის დროს, სტუმრებისთვის იმართება მდიდრული სადილიც. ცერემონიის დასასრულს, ცხედარს კვლავ აკლდამაში აბრუნებენ. აღნიშნულ ტრადიციას ფამადიჰანა ჰქვია. მადაგასკარის მცხოვრებთ მიაჩნიათ, რომ ასე პატივს მიაგებენ მიცვალებულს. ისინი ამ წესს მრავალი წელია ასრულებენ და უცნაური ტრადიციის გაგრძელებას მომავალშიც აპირებენ.


5. ჩამოკიდებული კუბოები ფილიპინებში

ფილიპინებში, ქალაქ საგადაში, არსებობს ძველი ტრადიცია, როდესაც იგოროტის ტომის წევრები კუბოებს მთაზე კიდებენ. მათი აზრით, ასე მიცვალებულების სხეულები ავი სულებისა და მხეცების მიახლოებისგანაა დაცული, ხოლო სული უფრო ახლოსაა ზეცასთან.


6. კბილების გაქლიბვის ტრადიცია ინდონეზიაში

ინდონეზიის თემებში სილამაზის უცნაური სტანდარტები აქვთ, რომელთა შორისაა კბილების დაქლიბვა. ეს რიტუალი მხოლოდ ქალებისათვის ტარდება და სპეციალური ქლიბით, კბილებისთვის კონკრეტული ფორმის მიცემას გულისხმობს. მათი აზრით, ამ ტრადიციის შესრულება მეტად ალამაზებს ქალს.


7. დუმილის დღე ინდონეზიაში

ინდონეზიაში, ბალის კუნძულზე, არსებობს დუმილის დღე, ანუ ნიეპი, როგორც მას უწოდებენ. დუმილის დღესასწაული, მარხვითა და მედიტაციით აღინიშნება. ამ დღისათვის, კუნძულზე ითიშება ყველანაირი ხმა, განათება, წყდება ყოველგვარი საქმიანობა და გარშემო სრული სიმშვიდე ისადგურებს. ზეიმის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბალინელი ხალხი დემონის ქანდაკებებს ამზადებს, რომლებსაც ბოროტი სულების მოსაზიდად იყენებენ და შემდეგ, ცერემონიალზე, ნიეპის წინა დღეს წვავენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურისტები სპეციალურად ჩადიან დუმილის დღეზე დასასწრებად.


8. ცოლის ხელით ტარების ჩემპიონატი ფინეთში

ფინეთი მასპინძლობს ყოველწლიურ რბოლას, რომელიც არა მხოლოდ გამძლეობას, არამედ ოჯახურ ურთიერთობებსაც ამოწმებს. შეჯიბრის დროს, ქმრებმა ხელში აყვანილი, ან ზურგზე შესმული უნდა ატარონ ცოლები და სირბილით დაფარონ, როგორც ბალახიანი, ისე ქვიშიანი გასარბენი ადგილები. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული წესებიც, მაგალითად, ცოლი უნდა იწონიდეს მინიმუმ 49 კგ-ს (108 ფუნტი). მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ფინეთის ქალაქ სონკაიარვში ტარდება, მასში მონაწილეობას წყვილები სხვა ქვენებიდანაც იღებენ.


9. "ოქტობერფესტი" გერმანიის ქალაქ მიუნხენში

"ოქტობერფესტი" არის ორკვირიანი ფესტივალი, რომელიც ტარდება გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში. თავდაპირველად იგი აღინიშნა ბავარიის მეფისნაცვლის პრინცესას, ტერეზას, ქორწინების აღსანიშნავად. მართალია "ოქტობერფესტს" უწოდებენ, მაგრამ დღესასწაული სექტემბერში იწყება და ოქტომბრის პირველ კვირას მთავრდება. მიუნხენის ეს ტრადიცია ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. იმის გარდა, რომ ფესტივალზე დიდი რაოდენობით ლუდს მიირთმევენ, ასევე წარმოდგენილია უამრავი გემრიელი საკვები, როგორიცაა შემწვარი ქათამი, ძეხვეული და ა.შ.


10. პომიდვრის ფესტივალი ესპანეთში

ყოველ წელს, აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს, ესპანეთის ქალაქ ბუნოლში, პომიდვრის ფესტივალი იმართება. ესპანელები, სახალისო ბრძოლისთვის პომიდორს იყენებენ. ამ ტრადიციის უკან, გართობის გარდა, არანაირი განსაკუთრებული მიზეზი არ იმალება.
სახალისოდ ჟღერს? თუ ასეა, შესაძლოა, შემდეგი მოგზაურობის დაგეგმვისას, მარშრუტის დამატება დაგჭირდეთ.


intermedia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა