თეგებით ძიება

"უსქესო უცხოპლანეტელი" - როგორია 110 პლასტიკური ოპერაციისა და დახარჯული ათასობით დოლარის შედეგი? (+ფოტოები)

ბოლო წლებში პლასტიკური ქირურგია სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. ის ეხმარება ადამიანებს, საკუთარ ვიზუალში კორექტირება შეიტანოს, თუმცა, არიან მსურველებიც, რომლებსაც გარეგნობის რადიკალურად შეცვლა უნდათ..სწორედ ასეთია ვინი ო (Vinny Ohh) ლოს-ანჯელესიდან.

ვინიმ ომ უკვე გაიკეთა 110 პლასტიკური ოპერაცია, რაც მას 50 ათასზე მეტი აშშ დოლარი დაუჯდა. ვინი თვლის, რომ ის არც ქალია და არც კაცი, ამიტომ მისი ექსტრემალური გარეგნობა უსვამს ხაზს, თუ როგორია ის სინამდვილეში. ის ასევე აპირებს ოპერაციების გაგრძელებას, და კიდევ დამატებით 160 ათასი დოლარის დახარჯვას. ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი გენიტალიების მოშორება იქნება.


"ვისურვებდი, გავმხდარიყავი უსქესო უცხოპლანეტელი. ვისურვებდი ვიყო ის, ვინც შინაგანად ვარ. ეს სურვილი 17 წლის ასაკიდან გამიჩნდა. მე დიდხანს დავდიოდი ექიმებთან, რათა საკუთარი მსოფლმხედველობა "გამომესწორებინა", თუმცა უშედეგოდ. არ მინდა, რომ ხალხს ეგონოს, მე ქალად ქცევა მსურს, არა, ბედნიერი ვარ, როდესაც არცერთი სქესისადმი კუთვნილებას არ ვგრძნობ. ბევრი წლის განმავლობაში ვცდილობდი საკუთარ თავში გარკვევას - მე არ ვარ ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და არც ტრანსსექსეუალი. მე არ გამოვიყურები როგორც ადამიანი, რაც გარშემომყოფებს მოსწონთ კიდეც ", - აცხადებს ვინი.

\"უსქესო უცხოპლანეტელი\" - როგორია 110 პლასტიკური ოპერაციისა და დახარჯული ათასობით დოლარის შედეგი? (+ფოტოები)


shokru.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა