საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 201 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 201 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 18 288 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 505, „პისიარ“ ტესტით – 9 783.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური –2,76 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,92 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,99 პროცენტი.