საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 201 ადამიანი გამოჯანმრთელდა..
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ჩატარდა 18 288 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 505, „პისიარ“ ტესტით – 9 783.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური –2,76 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,92 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,99 პროცენტი.