რატომ არ შეიძლება ჭარბი წონის სწრაფად დაკლებას? - რას ამბობენ ექიმები
წონის მკვეთრი დაკლებისას, პერსპექტივაში მისი სწრაფად დაბრუნების ალბათობა მაღალია. მკვეთრი გახდომისას წონის შენარჩუნება რთულია და შესაძლებელია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღინიშნოს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, წონის კლება უმჯობესია 60 წლამდე მოვახდინოთ.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა განსაზღვრა, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე, კვირაში 0,5-1კგ -ის დაკლებაა შესაძლებელი. ამ შედეგის მისაღწევად, სპეციალისტები გვირჩევენ შევამციროთ რაციონის კალორიულობა და გავზარდოთ ფიზიკური აქტივობა.
ბოსტონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, სიმსუქნე ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს. სიმსუქნესთან ბრძოლა, მეცნიერების თქმით, ბავშვობიდანაა აუცილებელი.
თუ ადამიანი ვერ ახერხებს გახდომას, პრობლემა თავის ტვინთანაა დაკავშირებული.
როგორც დადგინდა, განსაკუთრებული ჯგუფის ნეირონების სიკვდილმა, რომელიც დანაყრებაზეა პასუხისმგებელი, შეიძლება გამოიწვიოს ნაყროვანება.
mkurnali.ge