5 რამ, რაც შვილთან არასდროს უნდა გააკეთოთ
ბავშვის დაბადება არამხოლოდ უდიდესი ბედნიერებაა დედამიწაზე, ეს დედის ცხოვრებაში ყველაზე მაგიური პერიოდია. ბავშვის დაბადებას სიხაულთან ერთად რჩევა - დარიგებების მთელი ნიაღვარიც მოსდევს.ყოველთვის მოგძებნიან, თუნდაც ტელეეკრანებიდან და კომპიუტერის მონიტორებიდან.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამყარომ უბრალოდ მიზნად დაისახა, ასწავლოს მას ბავშვთან „სწორად“ მოპყრობა.
განვიხილოთ ის არასწორი რჩევები, რასაც დედებს აძლევენ:
არ მიაჩვიოთ თქვენი პატარა ხელში აყვანას
სინამდვილეში, თქვენი სხეული, ხელები, ბავშვისთვის საუკეთესო თავშესაფარია. მან ცხრა თვე გაატარა თქვენს მუცელში. ამიტომ თბილად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. თქვენი ხელები ამ წარმოუდგენელი ერთიანობის გაგრძელებაა და ამავე დროს, ამქვეყნად ყველაზე ლამაზი რამ.
არ მიირბინოთ ბავშვთან პირველივე წამოტირების დროს
არასოდეს უგულებელყოთ ბავშვი. არ დატოვოთ მაშინ, როცა ტირის. როგორც წესი, ბავშვები სიბრაზის გამო არ ტირიან და არ იციან ხალხით მანიპულირება. ტირილი მათი კომუნიკაციის საშუალებაა და ის განსხვავდება საჭიროებებისა და სიტუაციების შესაბამისად. უგულებელყოფილი ჩვილი განიცდის მწვავე ტკივილს, რომელიც ტირილით გამოიხატება. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ წინაშე არის პატარა და დაუცველი ადამიანი, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული მშობლებზე. არასოდეს დატოვოთ მარტო. ეს არის კიდევ ერთი რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ თქვენს შვილთან.
დარტყმას ჯერ არავისთვის მოუტანია ზიანი
ეს ყველაზე საზიანო რჩევაა. არასოდეს დაარტყათ თქვენს შვილს. ძალადობა იწვევს ძალადობას და უნდობლობას. და სულ ეს არის.
მას სხვა გავლენა არ აქვს. მას შეუძლია ადამიანის უარეს მდგომარეობაში ჩაგდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება.
ბავშვმა მხოლოდ საკუთარ საწოლში უნდა დაიძინოს
კიდევ ერთი ცუდი რჩევა. რა არის არასწორი, თუ ბავშვი ძილის წინ წაიყვანეთ თქვენთან და თქვენს მკლავებში ჩაეძინა?
ეს მას დაამშვიდებს, სიხარულს მოუტანს. რატომ ართმევთ მას ამ ყველაფერს? ჩვილები იღვიძებენ და თავს დაუცველად გრძნობენ. ამიტომ ისინი ღამით და დილით ტირიან და უფროსებს ეძახიან. ისინი უბრალოდ მარტო გრძნობენ თავს და ეშინიათ!
marao.ge