"თეთრი დრაკონი" - გოგონამ, რომელსაც 600 ტატუ აქვს, ძველი იმიჯის დაბრუნება სცადა ... რომელია უკეთესი? (ფოტოები)
ემბერ ლუკი საკუთარი სხეულის მოდიფიკაციით 16 წლის ასაკიდან არის გატაცებული. გოგონას 25 წლის ასაკში სხეულზე უკვე 600 ტატუ აქვს. ის საკუთარ თავს "თეთრ დრაკონს" უწოდებს.
ემბერმა გადაწყვიტა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ენახა, როგორი ვიზუალი ექნებოდა ტატუების გარეშე. მან მეგობრის დახმარებით, სახესა და ხელებზე არსებული ნახატები სპეციალური ტონალური კრემით დაფარა. ექსპერიმენტით მას სურდა, მეგობარი ბიჭისთვის სიურპრიზი მოეწყო, რაც მოახერხა კიდეც.
თავიდან ემბერი საყვარელმა მამაკაცმა ვერ იცნო. მოგვიენბით კაცმა აღიარა, რომ შედეგი არ მოეწონა და მეგობარი ქალის ძველი, ტატუებით დაფარული იმიჯი ურჩევნია. ექსპერიმენტის შედეგით უკმაყოფილო დარჩა თავად ემბერიც - სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვისას მან ტირილი დაიწყო და აღნიშნა, რომ თავის დროზე ტატუს გაკეთება ძლიერი დეპრესიის გამო დაიწყო.
როგორც ემბერი აცხადებს, ადრე საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო იყო, ხოლო სხეულის მოხატვა მას პრობლემების გადალახვაში დაეხმარა. მან სიხარულით მოიშორა ტონალური და ისევ ტატუებით დაფარული სხეული გამოაჩინა.
shokru.com