307 ინფიცირება, 1014 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 307 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 349405-ს შეადგენს, ხოლო სულ 334519 გამოჯანმრთელებულია პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: 2,76%, ბოლო 14 დღის - 2,88%, ბოლო 7 დღის - 2,98%-ია.