საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.
ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4934 ადამიანი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,76%, ბოლო 14 დღის - 2,88%, ბოლო 7 დღის - 2,98%-ია.