ამ დროისთვის ვაქცინაციის სურვილი საქართველოს 113 468 მოქალაქეს აქვს
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეს, 10:00 საათის მდგომარეობით, 113 468 მსურველია დარეგისტრირებული.
მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ. მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 95 008-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
მოდერნას ვაქცინით აცრის სურვილი 38 498 ადამიანმა გამოთქვა. სინოფარმით აცრა 27 578-ს ადამიანს სურს. 21 708 მოქალაქეს ასტრაზენეკას გაკეთება უნდა. 11 436-მა კი ჯონსონი და ჯონსონი აირჩია. 7350 მოქალაქეს ნოვოვაქსით აცრა სურს, 4143-ს კი სინოვაკით.